• England
  • België
  • Belgique
  • Bosna i Hercegovina
  • България
  • Česká republika
  • Deutschland
  • Egypt
  • Ελλάδα
  • España
  • France
  • საქართველო
  • Hrvatska
  • Iceland
  • Ireland
  • Italia
  • Казахстан
  • Kosova
  • Lietuva
  • Latvija
  • Македонија
  • Moldova
  • Norway
  • Polska
  • Portugal
  • România
  • Россия
  • Scotland
  • Србија
  • Shqipëri
  • Slovensko
  • Sverige
  • Türkiye
  • Україна
  • Wales
Sub-Menu

მოგესალმებით საიტი საერთაშორისო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ასოციაცია (International Cervical Cancer Prevention Association – ICCPA)

საშვილოსნოს ყელის კიბო ევროპაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად  ევროპის გადმოსახედიდან, ყოველწლიურად 60 000  ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო და 30 000  ამ დაავადებით კვდება. ხოლო ქალების რიცხვი, რომლებიც ცხოვრობენ საშვილოსნოს ყელის კიბოთი (მიუხედავად იმისა ჩატარებული აქვთ მკურნალობა თუ არა) დროის ნებისმიერ მონაკვეთში 175 000-ს  აჭარბებს.

ალბათ,  საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ დაავადება და მისგან გამოწვეული სიკვდილი ვითარდება მიუხედავად იმისა,  რომ შესაძლებელია შემთხვევათა უმრავლესობის პრევენცია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგითა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით.  მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებული პროგრამები, შემთხვევათა 80%-ის პრევენციას ახდენენ.   ამასთანავე, ჩვენს ხელთ არსებობს ორი ვაქცინა, რომლებიც ძალზედ ეფექტურად იცავენ ორი ყველაზე გავრცელებული კარცინოგენური ტიპის ადამიანის პაპილომავირუსით ინფექციისაგან და შეუძლიათ საგრძნობლად შეამცირონ საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების დონე, იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულნი იქნებიან ორგანიზებული სკრინინგის პროგრამებში, რომლებიც მიზნობრივი მოსახლეობის თანაბარ მოცვას უზრუნველყოფენ.

ამგვარად,  საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლემის გადაჭრა აღარ არის მეცნიერული კვლევების ჩატარების საკითხი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი პროგრამების განხორციელებას მოითხოვს, რომელთა ეფექტურობის შესახებ ცნობილია და ყველა ევროპული ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ ამ პროგრამების დანერგვა უნდა იყოს. ყოველი გადადებული დღე უფრო მეტი ქალის ნაადრევ სიკვდილს იწვევს.  ყველაფერი სწორედ ასე მარტივადაა.

ICCPA უპირატესი როლია: 1) ინფორმირებულობის გაზრდა საშვილოსნოს ყელის კიბოსა და იმ საშუალებების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ დაავადებისაგან დაცვა. 2) პრევენციის ორგანიზებული პროგრამების განხორციელებისა და გაფართოების ხელშეწყობა, თანაბრად, მთელი ევროპის მასშტაბით.  ეს ვებ-გვერდი ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი საკომუნიკაციო იარაღია და მე მივესალმები თქვენს მიერ მის მოხმარებას. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ვებ-გვერდი თქვენთვის გამოსადეგი საინფორმაციო რესურსი იქნება.

Main menu